სამართალი
საგარეჯოში მუხის უკანონოდ ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საგარეჯო / მუხა /