ლაგოდეხში მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული თ.კ. მუქარისა და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების
ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინოგორში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის
თავის მეუღლეს - 1987 წელს დაბადებულ ა.გ.-ს სიცოცხლის მოსპობით
ემუქრებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი
ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
151-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
მასალის გამოყენების პირობები