სამართალი
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირი დააკავეს.


1961 წელს დაბადებული ვ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1986 წელს დაბადებული ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში აიყვანეს.
სამართალდამცველებმა, ი.გ.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 33 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით,
ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ი.გ.-ს ვ.ტ.-მ
გადასცა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).

| Print |
FaceBook Twitter Google