სამართალი
იტალიაში 26 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
იტალიის ქალაქ პადუაში 26 წლის კარლო გოდულაძის ცხედარი მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.
იტალიელი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქეს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი იყო. ის მაგისტრატურამდე საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს. დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გახდა ქართველის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პოლიცია / იტალია /