სამართალი
ახმეტაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე 5 მ3 წიფლის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხე-ტყე / ახმეტა /