სამართალი
გურჯაანის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი გახსნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით, მათ გურჯაანში საქართველოს ბანკის ერთი აპარატი გატეხეს. ბრალდებულებს სამმართველოში ამ დროისთვის კითხავენ. რა თანხაა წაღებული, ამას გამოძიება დაადგენს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google