სამართალი
ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევებს სახერხი დანადგარები და გადამუშავებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჩამოერთვათ. საქმეზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google