სამართალი
ლაგოდეხში დაურეგისტრირებელი საამქრო აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.
მათი ინფორმაციით, სახერხის ტერიტორიაზე 3 ცალი კედრის, 7 ცალი ცაცხვის, 1 ცალი წაბლის და 7 ცალი იფნის სახეობის უკანონო (დაუფირნიშებელი ) მორი იყო განთავსებული.

აღნიშნულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის  შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება

| Print |
FaceBook Twitter Google