სამართალი
კახეთში მაჩვზე უკანონო ნადირობისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე, რამდენიმე პირი დააჯარიმა.


დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც ადგილზე გავიდნენ. ადგილზე მისულ თანამშრომლებს, მაჩვი მოკლული და გატყავებული დახვდათ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმი. მასალები რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google