სამართალი
სიღნაღისა და გურჯაანის პროკურატურები რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავენ
გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოების, გამგეობების და რესურსცენტრების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის კოორდინატორმა, პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. ასევე განხილულ იქნა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხის და საგარეჯოს რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევი მიზეზები, სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხი და პრევენციული ღონისძიებები.

პროკურატურის ინფორმაციით, გურჯაანის და სიღნაღის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პროკურატურა /