სამართალი
უკანონო ნადირობა სიღნაღში კოლხურ ხოხობსა და კურდღელზე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
მათი ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები ე.წ პროჟექტორის გამოყენებით ნადირობდნენ. მოკლული ჰყავდათ 1 კოლხური ხოხობი და 2 კურდღელი.

სამართალდარღვევის იარაღები ჩამოერთვათ და დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის  შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.


| Print |
FaceBook Twitter Google