სამართალი
დედოფლისწყაროში "წითელ წიგნში" შეტანილი 16 სარსარაკი მოკლეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წითელ წიგნში შეტანილ სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა.

აღნიშნული კანონდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააფიქსირეს.
მათი ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 კურდღელი და 16 სარსარაკი, რომელზე ნადირობასაც კანონი კრძალავს.

გარემოზე მიყენებული ზიანი 24 ათას ლარს შეადგენს. შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები, მასალები რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეცემა.


| Print |
FaceBook Twitter Google