სამართალი
ყვარლის საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცეს [Video]
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის პერიოდში, ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოყო საბიუჯეტო თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა მუნიციპალიტეტში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას. ბრალდებულებმა, თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნაცვლად, ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 12 762 ლარი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / ყვარელი /