სამართალი
ახმეტაში ღორზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს, რომლებსაც მოკლული და გატყავებული ჰყავდათ 3 გარეული ღორი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 3000 ლარი შეადგინა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google