სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული კ.დ. - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 235 აბი „სუბოქსონი“ ამოიღეს. კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 5 აბი „სუბოქსონი“. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ნარკოტიკი /