სამართალი
თელავში ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს ჩამოართვეს სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული თევზი, ასევე - სამართალდარღვევის იარაღები. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google