სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 12 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ტყის უკანონო ჭრის 12 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს რცხილის, წიფლის, მუხისა და თუთის სახეობის, მეორე ხარისხის ხე-ტყის უკანონო ჭრა და  ტრანსპორტირება.შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google