სამართალი
უკანონო თევზჭერის ფაქტი თელავში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით კანონდამრღვევებს ჩამოართვეს სხვადასხვა სახეობის 8 კგ თევზი, ასევე - სამართალდარღვევის იარაღები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google