სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „Femaru 37M“-ის მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, „რგ-42“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და 20 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
| Print |
FaceBook Twitter Google