სამართალი
ერთი დაღუპული და შვიდი დაშავებული - ავარია სიღნაღში


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო შვიდი დაშავდა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი / ავარია /