სამართალი
საპოლიციო კონტოლისას შსს-მ სისხლის სამართლის 129 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 16-17 იანვარს,  სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  - 63 ფაქტი;

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება – 1 ფაქტი;

ქურდობის – 15 ფაქტი;

ქურდობის მცდელობის – 1 ფაქტი;

ოჯახში ძალადობის  - 3 ფაქტი;

ძალადობის – 4 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების – 19 ფაქტი;

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების – 2 ფაქტი;

ხულიგნობის – 2 ფაქტი;

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის:

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის  - 24 ფაქტი;

ცივი იარაღის ტარების – 43 ფაქტი.

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების  - 45 ფაქტი;

უწყების ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

სამინისტროს ცნობითვე, საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / დანაშაული /