სამართალი
გურჯაანში ტაქსის მძღოლი გაქურდეს
21 იანვარს გურჯაანში ტაქსის მძღოლი მერაბ დ. გაქურდეს. speqtri.ge დაზარალებულს ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, ორმა შუახნის პირმა მას სასაფლაოზე წაყვანა სთხოვა. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მან სხვა დეტალების გამჟღავნება არ ისურვა.

ჩვენი წყაროს ცნობით კი, ტაქსის მძღოლს შეეშინდა, მანქანა შუა გზაზე გააჩერა, გადმოხტა და გაიქცა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ორი პირი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში დააკავა. საქმე აღძრულია 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google