სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის 22 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 22 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რცხილის, წიფლის, მუხისა და თუთის სახეობის, უკანონო ჭრის და შემდგომში მისი სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ტრასნპორტირების ფაქტები დაფიქსირდა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
| Print |
FaceBook Twitter Google