სამართალი
გურჯაანსა და საგარეჯოში ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რცხილის, წიფლის და მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე ტყის უკანონო ჭრის და შემდგომში მისი სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google