სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამინსიტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 727 აბი, ასევე, „მდმა“-ს შემცველი 52 ფირფიტა და 15,07 გრამი კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ე.ი.-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნარკოტიკი / შსს /