შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს.,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის
ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 185,1 გრამი
ბუპრენორფინის შემცველი 460 აბი და 15 ნატეხი, ასევე, 640,61 გრამი
ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 1633 აბი, აბის ნატეხები და
ფხვნილი ამოიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, გ.ს.-ს
მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები