სამართალი
აფენში ბიზნესმენ მერაბ ფერაძის სამედიცინო ცენტრი დაიხურა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ბიზნესმენ მერაბ ფერაძის სამედიცინო ცენტრი დაიხურა, მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება.

ცნობისთვის, მერაბ ფერაძემ სამედიცინო ცენტრი 2014 წლის სექტემბერში გახსნა, 2015 წლიდან კი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე და დირექტორი თამაზ ლობჟანიძე მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით17 დეკემბერს დააკავა. გამოძიება ბიზნესმენებს 2 648 მეანაბრის მოტყუებასა და 76 მილიონის უკანონო მითვისებას ედავება.

| Print |
FaceBook Twitter Google