სამართალი
გურჯაანის პოლიციამ შვიდი პირის მიმართ მარიხუანას მოხმარების ფაქტზე საქმე აღძრა
გურჯაანში ექვსი სრულწლოვანისა და ერთი არასწრულწლოვანის მიმართ მარიხუანას მოხმარების შესაძლო ფაქტზე საქმე აღიძრა.
ჩვენი ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 15 თებერვალს, "ვაშლების" უბნიდან გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ერთ-ერთ სახლში სამართალდამცველები იმ დროს მივიდნენ, როდესაც ახალგზარდები მარიხუანას ხარშავდნენ. ამოღებულია ნივთმტკიცება.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირები ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან, დანიშნულია ექსპერტიზა.  გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

მომხდარზე გურჯაანის რიაონული სასამართლო იმსჯელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google