სამართალი
სიღნაღის სასამართლოში პროცესზე მისაყვანი პატიმარი აერიათ
სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის პროცესი კომიკური მიზეზის გამო გადაიდო.
"​აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ერთი და იმავე სახელით ირიცხებოდა, რის გამოც პროცესზე ჩემთვის უცნობი ბრალდებული წარადგინეს", - განუცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა.

ცნობისთვის, სიღნაღში ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google