სამართალი
შსს-მ ლომბარდებიდან მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიკა ამოიღო
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცველებმა, ლომბარდებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

უწყების ცნობითვე, გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება გააჩნია ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ.

გამოძიება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ლომბარდი /