სამართალი
სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს და სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს.
წაღებულია ფული და სხვადასხვა სახის საქონელი. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ.

გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.



| Print |
FaceBook Twitter Google