სამართალი
სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სამმა ნიღბიანმა პირმა ჯემალ ქამალოღლის ოჯახი დააყაჩაღა.
ოჯახის წევრი მამაკაცს სცემეს,  სახლიდან 440 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ბრალდებულები ცხელ დღეს დააკავეს. ისინი სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებლები არიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდნარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google