სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: 0,47122 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 57 აბი, 0,276942 გრამი მეტადონის შემცველი 7 აბი და 56,3 გრამი ფხვიერი მასა, რომელიც 6,619844 გრამ ჰეროინს შეიცავს. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნარკოტიკი / შსს /