სამართალი
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბექა ბ, მერაბ ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
სამართალდამრღვევები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თანხის აღების დროს დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სუსი / თაღლითობა /