სამართალი
შსს-მ გამოძალვის ფაქტი აღკვეთა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული გ.ა. 1969 წელს დაბადებულ დ. ბ.-ს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD STAR-2002“-ის და „WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92“-ის მოდელების 2 არარეგირტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებითაც გ.ა. მუქარას ახორციელებდა.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით). მიმდინარეობს

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოძალვა / შსს /