სამართალი
თელავში მოქალაქე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე დავით ვეფხვიაშვილი ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით თევზაობდა. სამართალდამრღვევს ჩამოართვეს და დალუქეს სამართალდარღვევის იარაღები. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google