სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული გ.ნ-ს  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „გლოკ 19 “-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მაყუჩი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google