სამართალი
სწრაფი გადახდის აპარატის გატეხვის მორიგი ფაქტი ვაზისუბანში
გუშინ ღამით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს.

გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ვაზისუბანში გიორგი მღებრიშვილის თქმით, აპარატი პოლიკლინიკის ეზოში იდგა.
„პოლიცია იყო მოსული. თანხა რამდენი წაიღეს, არ ვიცით. აპარატი ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე პოლიკლინიკის ეზოში დგას. ალბათ, დილით მისულმა თანამშრომლებმა ნახეს. კამერები აყენია და გაარკვევენ, რა მოხდა. სოფელში ეს პირველი შემთხვევა არ არის, ასეთი აპარატი ადრეც გატეხეს.“

როგორ speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
| Print |
FaceBook Twitter Google