სამართალი
სამართალდამცველებმა კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ი.კ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

ამ ეტაპზე, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ინტერპოლი / შსს /