სამართალი
გურჯაანში 14 წლის გოგო ცოლად 15 წლის ბიჭს გაჰყვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი, 14 წლის გოგო ცოლად მეათეკლასელ, 15 წლის ბიჭს გაჰყვა. როგორც სკოლის დირექტორმა speqtri.ge-სთან აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა.
-"ყველა წესი დავიცავით, რაც საჭიროა.  შესაბამისი უწყებები საქმის კურსში ჩავაყენეთ. ბიჭი მეათე კლასის მოსწავლეა, ჩვენთან სწავლობდა და შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა."

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იურისტების განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან დგება. თუმცა ბიჭი იმ შემთხვევაში დაისჯება, თუკი ქორწინება იძულებითია და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


| Print |
FaceBook Twitter Google