სამართალი
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალაქ რუსთვში 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google