სამართალი
„სადახლოზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“ არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 291.2 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 25,124.88 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 25,124.88 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ასევე, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ოქროს ნაკეთობების (საერთო წონა 172.29 გრამი) უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 9,872.34 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 9,872.34 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

| Print |
FaceBook Twitter Google