სამართალი
გურჯაანის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე შუახნის მამაკაცი დააკავეს.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google