სამართალი
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით,  საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ - ის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google