სამართალი
თელავში მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ქალაქ თელავში 35 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.
როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველო იძიებს.
| Print |
FaceBook Twitter Google