სამართალი
გურჯაანში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის თანამშრომლებმა, ფოტოხაფანგის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე, უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები : დ.ჩ., ბ.გ., დ.ბ. და გ.ნ., ეგრეთ წოდებული ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.


| Print |
FaceBook Twitter Google