სამართალი
[ექსკლუზივი] გურჯაანის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი საათის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი გ.მ დააკავეს.
ამ დროისთვის დაკავების მიზეზი უცნობია. გ.მ.-ს მიწის იდენტურობის დადგენა ევალებოდა.

გამგეობის თანამშრომლები კონკრეტულ დეტალებზე ჩვენთან არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათთვის ამ ამბის გაგება მოულოდნელი იყო.

speqtri.ge-ს სუს-ის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google