სამართალი
ლაგოდეხში უკანონო სახერხი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სახერხი საამქრო მოქალაქე მ.ფ.-ს ეკუთვნოდა, რომლის საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული იყო ასევე 3 ცალი ცაცხვის ჯიშის უკანონო (დაუფირნიშებელი) მორი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
| Print |
FaceBook Twitter Google