სამართალი
ახმეტის გამგებლის მამას მანქანა მოპარეს
17 მაისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის მამას "ოპელის" მარკის ავტომანქანა მოპარეს. შემთხვევა სოფელ საკობიანოში მოხდა.
speqtri.ge-ს ეს ინფორმაცია თანასოფლელებმა დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ იყო მეპატრონე. ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშომლებმა იმავე დღეს დააკავეს.

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ჩვენ ბექა ბაიდაურთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google