სამართალი
თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს
თურქეთის ქალაქ ადანაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 12 ადამიანი დააკავეს.  არსებული ინფორმაციით, ისინი ტაროს კარტისა და ყავის საშუალებით მკითხაობდნენ.
დაკავებულთა შორის არის საქართველოს 5 მოქალაქე, რომელთა ასაკი 39-დან 61 წლამდე მერყეობს. მედიასაშუალების ცნობით, კარტი დაკავების დროს იპოვეს.

სპეცოპერაციის შედეგად  ასევე იმ შენობის მფლობელებიც დააპატიმრეს, სადაც ეჭვმიტანილები მკითხაობდნენ. თუმცა მოგვიანებით, მესაკუთრეები ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რაც ეხება ექვს ეჭვმიტანილს, რომელთა შორის ხუთი ქართველია,  პროკურორის ბრძანების საფუძველზე ისინი სასამართლო დარბაზიდან გამოუშვეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მიწა / მკითხავი /